News Detail

საჯარო შეხვედრა ქალაქ ქუთაისში თემაზე: „სამშვიდობო განათლების კონტექსტუალიზაცია ქართულ რეალობაში“

11 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (CPCD) ორგანიზებით გაიმართა დახურული შეხვედრა თემაზე: „სამშვიდობო განათლების კონტექსტუალიზაცია ქართულ რეალობაში“.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ იმერეთის რეგიონში მომუშავე სხვადასხვა საგნის პედაგოგები, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ისტორიკოსი, განათლების საკითხების ექსპერტი თეა ქარჩავა და ისტორიკოსი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთოშორი ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმღძვანელი თორნიკე შარაშენიძე. შეხვედრას მოდერაციას უწევდა „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი ელეონორა ჭანია.

შეხვედრა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამშვიდობო განათლების მიდგომების განვითარებას და მის ინტეგრაციას სწავლების პროცესში. მოახდინოს საკითხით დაინტერესებული და ჩართული მხარეების კოორდინაცია, გახსნას სდისკუსიისთცის სივრცე სწავლების პროცესში.

შეხვედრა გაიმართა, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობისთვის” (UK - FLIP ) ფინანსური მხარდაჭერით.