News Detail
საჯარო შეხვედრა ქალაქ მარნეულში თემაზე: „სამშვიდობო განათლების კონტექსტუალიზაცია ქართულ რეალობაში“
25 ივლისს, „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (CPCD) ორგანიზებით ქალაქ მარნეულში გაიმართა დახურული შეხვედრა თემაზე: „სამშვიდობო განათლების კონტექსტუალიზაცია ქართულ რეალობაში“.
დახურულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონში მომუშავე სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლება.
შეხვედრას მოდერაციას უწევდნენ „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელები ელიკო ბენდელიანი და როდამი ცომაია, ხოლო მოწვეული მომხსენებლები გალხდა მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების საკითხების ექსპერტები ნინო კალანარიშვილი და ივანე აბრამაშვილი.
შეხვედრა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამშვიდობო განათლების მიდგომების განვითარებას და მის ინტეგრაციას სწავლების პროცესში. მოახდინოს საკითხით დაინტერესებული და ჩართული მხარეების კოორდინაცია, გახსნას სდისკუსიისთცის სივრცე სწავლების პროცესში.
შეხვედრა გაიმართა, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობისთვის” (UK - FLIP ) ფინანსური მხარდაჭერით.