News Detail

სემინარ-დისკუსია ახალქალაქში, თემაზე „ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“.

პროექტის "ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაშის" ფარგლებში ახალქალაქში გაიმართა სემინარ-დისკუსია თემაზე „ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“. შეხვედრაზე მომხსენებლად მოწვეული იყვნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, პოლიტიკური ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ლალი დევიძე და ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა, მოხსენებების მოსმენის შემდგომ გაიმართა დისკუსია, დაისვა კითხვები და გამოითქვა მოსაზრებები.