News Detail
საჯარო შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში თემაზე: „სამშვიდობო განათლების კონტექსტუალიზაცია ქართულ რეალობაში“
9 მაისს ქალაქ ზუგდიდში „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (CPCD) ორგანიზებით გაიმართა დახურული შეხვედრა თემაზე: „სამშვიდობო განათლების კონტექსტუალიზაცია ქართულ რეალობაში“.
დახურულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელოს რეგიონში მომუშავე სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა, მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტოლოგიის სფეროს ექსპერტებმა, განათლების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე მოწვეული მომხსენებლები გახლდათ ისტორიკოსი, ზოგადი განათლების საკითხების სპეციალისტი თეა ქარჩავა და კონფლიქტოლოგი, კავკასიური სახლის მშვიდობის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე აბრამაშვილი. შეხვედრას მოდერაციას უწევდა „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ელიკო ბენდელიანი.
შეხვედრა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამშვიდობო განათლების მიდგომების განვითარებას და მის ინტეგრაციას სწავლების პროცესში. მოახდინოს საკითხით დაინტერესებული და ჩართული მხარეების კოორდინაცია, გახსნას სდისკუსიისთცის სივრცე სწავლების პროცესში.
შეხვედრა გაიმართა, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობისთვის” (UK - FLIP ) ფინანსური მხარდაჭერით.