News Detail
სტუმრად აგვისტოს ომის მუზეუმში
სასერტიფიკატო კურსის “მედია და კონფლიქტები“ მონაწილეები, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ერგნეთში, აგვისტოს ომის მუზეუმს ეწვივნენ. ომის მუზეუმი ქალბატონი ლია ჩლაჩიძის ინიციატივით მისი დამწვარი სახლის სარდაფში დაარსდა და ის 2008 წლის აგვისტოს ისტორიას ინახავს.
სტუდენტებს რადიო თავისუფლების გორის ოფისის ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა გაუწია მასპინძლობა და ომის დროინდელ მოვლენებზე ესაუბრა.