News Detail

საჯარო შეხვედრა ქალაქ ახალციხეში თემაზე: „სამშვიდობო განათლების კონტექსტუალიზაცია ქართულ რეალობაში“

„მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (CPCD) ორგანიზებით ქალაქ ახალციხეში, 10 ივლისს, გაიმართა დახურული შეხვედრა თემაზე: „სამშვიდობო განათლების კონტექსტუალიზაცია ქართულ რეალობაში“.

დახურულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მომუშავე სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა და მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტოლოგიის სფეროს ექსპერტებმა,

შეხვედრას მოდერაციას უწევდა „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ელიკო ბენდელიანი, ხოლო მოწვეულნი გახლდნენ მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების საკითხების ექსპერტები მედეა ტურაშვილი და ივანე აბრამაშვილი.

შეხვედრა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამშვიდობო განათლების მიდგომების განვითარებას და მის ინტეგრაციას სწავლების პროცესში. მოახდინოს საკითხით დაინტერესებული და ჩართული მხარეების კოორდინაცია, გახსნას სდისკუსიისთცის სივრცე სწავლების პროცესში.

შეხვედრა გაიმართა, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობისთვის” (UK - FLIP ) ფინანსური მხარდაჭერით.