News Detail
გასვლითი სამუშაო შეხვედრა თემაზე – „კონფლიქტის ტრანსფორმაცია და კონფლიქტ-სენსიტიური სწავლება: განათლების სისტემის გამოწვევები“.
„მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (CPCD) მიერ „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან“ და „კავკასიურ სახლთან“ თანამშრომლობით, ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ისტორიულ გზაგასაყარზე, სწავლებისა და სწვლის ახალი მიდგომების“ ფარგლებში 2020 წლის 14-16 თებერვალს, წინანდალში, გაიმართა დახურული შეხვედრა თემაზე – „კონფლიქტის ტრანსფორმაცია და კონფლიქტ-სენსიტიური სწავლება: განათლების სისტემის გამოწვევები“.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ისტორიკოსებმა, ისტორიის სახელმძღვანელოების ავტორებმა, მასწავლებელთა პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლებმა, მასწავლებლებმა, კონფლიქტის ტრანსფორმაციის ექსპერტებმა და შესაბამის თემატიკაზე მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრა ორი სრული სამუშაო დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი იყო ხელი შეეწყო საკითხით დაინტერესებული და ჩართული მხარეების კოორდინაციისთვის, ასევე გაეხსნა დისკუსია უახლესი ისტორიის სწავლების პროცესში კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიდგომების განვითარებისა და ინტეგრაციის შესახებ და თავი მოეყარა რეკომენდაციებისთვის, თუ რა მიმართულებითაა საჭირო სამომავლოდ მუშაობის გაძლიერება.