News Detail

საჯარო დისკუსია ქვემო ქართლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგების, ექსპერტებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით

მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (CPCD) ორგანიზებით, ქვემო ქართლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგების, ექსპერტებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით გაიმართა საჯარო დისკუსია ონლაინ პლატფორმა ZOOM - ის მეშვეობით.
დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ, ივანე აბრამაშვილი - „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი და ნათია ჭანკვეტაძე - მკვლევარი, სამშვიდობო განათლების სპეციალისტი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა განათლების სისტემის ძირითადი გამოწვევები უახლესი ისტორიისა და კონფლიქტ სენსიტიური სწავლების მიმართულებით.
პროექტი “ისტორიულ გზაგასაყარზე, სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები” ხორციელდება „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (CPCD) მიერ „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან“ და „კავკასიურ სახლთან“ თანამშრომლობით, ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით.