News Detail
მესამე სამუშაო შეხვედრა თემაზე „კონფლიქტის ტრანსფორმაცია და კონფლიქტ-სენსიტიური სწავლება: განათლების სისტემის გამოწვევები
„მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (CPCD) ორგანიზებით პროექტის -„ისტორიულ გზაგასაყარზე: სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“ - ფარგლებში რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „კონფლიქტის ტრანსფორმაცია და კონფლიქტ-სენსიტიური სწავლება: განათლების სისტემის გამოწვევები“. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, განათლებისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის ექსპერტები.
შეხვედრაზე განხილული იყო განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები უახლესი ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტორების როლი ამ პროცესში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კონფლიქტ-ტრანსფორმაციული და კონფლიქტ-სენსიტიური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობები.
პროექტი ხორციელდება „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების ინსტიტუტთან“ (ISNC) და „კავკასიურ სახლთან“ თანამშრომლობით, ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მიქანიზმის (COBERM) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს უახლესი წარსულის მიმართ კონფლიქტის ტრანსფორმაციული მიდგომების განვითარებას და მათ ინტეგრაციას უახლესი ისტორიის სწავლების პროცესში.