News Detail
კონფლიქტ-სენსიტიური განათლება სასკოლო სივრცეში
პროექტის - „ისტორიულ გზაგასაყარზე: სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“ - ფარგლებში, კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და განათლების ექსპერტების მიერ მომზადდა ტრეინინგ მოდული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისთვის თემაზე „კონფლიქტ-სენსიტიური განათლება სასკოლო სივრცეში“.
მოდულის მიზანია კონფლიქტ სენსიტიურობის არსისა და მიდგომების გაცნობა სამიზნე ჯგუფისთვის და კონფლიქტ-სენსნიტური მიდომების დანერგვის აქტუალიზაცია ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში.
ტრეინინგ მოდულზე სამუშაოდ, 4-5 აპრილს გაიმართა პროექტის თანამშრომლებისა და ექსპერტების შეხვედრა, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ტრეინინგ მოდულის სტრუქტურული და შინაარსობრივი კომპონენტები და იმსჯელეს მისი დანერგვის შესაძლებლობებზე.
მშვიდობისა და სამოქალაქო განვიტარების ცენტრი (CPCD) პროექტს ახორციელებს „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების ინსტიტუტთან“ (ISNC) და „კავკასიურ სახლთან“ თანამშრომლობით, ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მიქანიზმის (COBERM) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს უახლესი წარსულის მიმართ კონფლიქტის ტრანსფორმაციული მიდგომების განვითარებას და მათ ინტეგრაციას უახლესი ისტორიის სწავლების პროცესში.