News Detail
დაიწყო განაცხადების მიღება სასერთიფიკატო კურსზე: "კონფლიქტების მართვა: სამხრეთ კავკასიის სიტუაციური ანალიზი“.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) შვეიცარიულ საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS-EPER“-ის ფინანსური მხარდაჭერით, „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (CPCD) პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” - ს ფარგლებში აცხადებს მიღებას ონლაინ სასერტიფიკატო კურსზე:
"კონფლიქტების მართვა: სამხრეთ კავკასიის სიტუაციური ანალიზი“.
✅კურსი მიზნად ისახავს საფუძვლიანი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარებას კავკასიაში არსებული კონფლიქტების შესახებ და მათი პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკური გავლენის მიმოხილვას.
✅კურსს გაუძღვებიან თემაზე მომუშავე მოწვეული ექსპერტები.
პროგრამის ხანგრძლივობა: 12 ლექცია
დღე: ოთხშაბათი/პარასკევი
ხანგრძლივობა: ორი საათი
პროგრამის დაწყების თარიღი: 11 მაისი
ლექციების ჩატარების დრო: 18:00 სთ.
სწავლების ენა: ქართული
.
სერტიფიკატი:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა ჯიპას, საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS-EPER“-ის და „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის ერთობლივი ინგლისურ ენოვანი სერტიფიკატი. სერტიფიკატის აღების წინაპირობაა 80%- იანი დასწრება და აქტიურობა, საუკეთესო მონაწილეებს გადაეცემათ კურსის წარმატებით
დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
რეგისტრაცია:
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, სადაც
არგუმენტირებულად იქნება აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია,
შემდეგ ელ-ფოსტაზე: conflictcourse@gipa.ge
✅რეგისტრაციის ბოლო ვადა: 7 მაისი
✅პროგრამაზე სწავლება არის უფასო და სრულად დაფინანსებულია „HEKS-EPER“-ის მიერ