პროგრამის დეტალები
სასერთიფიკატო კურსი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) სთან ერთად, „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი" პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” - ს ფარგლებში ხორციელდება სასერთიფიკატო კურსს „კონფლიქტების მართვა: სამხრეთ კავკასიის სიტუაციური ანალიზი“.
კურსის მიზანია საფუძვლიანი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარება კონფლიქტების არსის შესახებ, კავკასიაში არსებული კონფლიქტების და მათი პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკური გავლენის მიმოხილვას. კურსი დაყოფილია ორ ნაწილად, საიდანაც პირველი ნაწილი დაეთმობა ლექცია-სემინარებს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და ყარაბაღის კონფლიქტები შესახებ, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმობა კონფლიქტების პრაქტიკულ უნარებს კერძოდ, მოლაპარაკებების ტექნიკებს, როლურ თამაშებსა და მოლაპარაკებების სიმულაციებს.
პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან თემაზე მომუშავე მოწვეული პრაქტიკოსები, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები და უშუალოდ ამ კონფლიქტების მენეჯმენტში ჩართული ექსერტები.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა ჯიპას, საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS/EPPER“-ის და „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის" ერთობლივიინგლისურენოვანისერტიფიკატი.
პროგრამაზესწავლებაარისუფასოდასრულადდაფინაანსებლია„HEKS/EPPER“-ის მიერ.