პროგრამის დეტალები
სემინარ დისკუსიები
პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში "მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი" საქართველოს 6 საუნივერსიტეტო ქალაქში ატარებს სემინარ - დისკუსიებს თემაზე: “ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში”.
შეხვედრები მიზნად ისახავს:
- ქვეყანაში არსებული კონფლიქტების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას
- მიმდინარე სამშვიდობო პროცესების გაანალიზებას;
- საქართველოს რეგიონებში თემის ირგვლივ არსებული განწყობების, მიდგომების და მოლოდინების ანალიზს;
- ახალი ინიციატივების სტიმულირებას;.
სემინარ-დისკუსიებში მონაწილეობას იღებდნენ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში კონფლიქტის ტრანსფორმირების თემით დაინტერესებული სტუდენტები.